СIA-ის სარწმუნოდ მიაჩნია ვერსია, რომ კოვიდის წყარო ვუჰანის ლაბორატორია იყო
ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს სარწმუნოდ მიაჩნია ვერსია, რომ კორონავირუსის პირველწყარო ვუჰანში მდებარე ლაბორატორია იყო.
ამის შესახებ სენატის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული CIA-ის ახალი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი საუბრობს.
სამმართველოს პრესსპიკერის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით უფრო სავარაუდოა, რომ ვირუსის გავრცელება ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვას უკავშირდება, ვიდრე ამავე ქალაქში მდებარე ბაზარს.
"ჩვენ არ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები ამ ვერსიაში, გავაგრძელებთ კვლევას ახალ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი შეფასება"- ამბობენ უწყებაში.
ჯონ რეტკლიფი, რომელიც ჩინეთს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგედ და საფრთხედ მიიჩნევს, ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ერთ-ერთ ქორად მიიჩნევა.
New York Times-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეტკლიფის ხელმძღვანელობის პირობებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო უფრო აქტიურად დაკავდება ამ საკითხით.