ბელგოროდის გუბერნატორი: მოხალისეთა დანაყოფები შექვმენით, ჯერ იარაღი არ აქვთ

უკრაინის ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული დანაყოფების რეიდის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში უკვე შეიქმნა ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეობრივი დანაყოფები, თუმცა ჯერ ისინი არ შეუიარაღებიათ. 

"ამ დროისთვის ვეძებთ კანონიერ საფუძველს, რომ საჭიროების შემთხვევაში მტერი უკუვაგდოთ. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე მგონია, რომ ეს გამართლებული იქნება, მაგრამ ჩვენ კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ",- განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. 

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების წვრთნა ნოემბრიდან მიმდინარეობს, მათ აქვთ სამხედრო ფორმა და აღჭურვილობა, თუმცა არა შეიარაღება. გლადკოვის თქმით, იარაღის გადაცემის აუცილებლობა ცოტა ხნის წინანდელი დივერსიული რეიდის გამო დადგა. 

მისი თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმ ოჯახების სახლებში დაბრუნების შესახებ, რომელთა ევაკუაციაც გასულ დღეებში მოხდა. 

მსგავსი სიახლეები