ბელგოროდის სამხედრო ნაწილში ყუმბარის აფეთქებისას 3 რუსი სამხედრო მოკვდა
უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, მომხდარ აფეთქებისას გავრცელებული ინფორმაციით 3 სამხედრო მოკვდა.
სავარუადოა, რომ აფეთქება ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალების საწყობთან ახლოს მოხდა, რასაც ადგილზე ხანძარი მოჰყვა.
რუსული წყაროების მიხედვით, მობილიზებულთა შტაბში შენაერთის მეთაურს ქვეშერმდომებთან კამათი მოუვიდა, რის შემდეგაც ავტორიტეტის მოპოვების მიზნით საბრძოლო ყუმბარა გახსნა. ყუმბარის აფეთქების შედეგად საბრძოლო მასალების დეტონაცია დაიწყო.
პარალელურად TACC-ის ინფორმაციით, აფეთქება ბელგოროდის ერთ-ერთი სოფლის კულტურის კლუბში მოხდა. ამ ცნობების მიხედვით დაშავებულია 10 სამხედრო.
ჯერჯერობით უცნობია საუბარია თუ არა 2 სხვადასხვა ინციდენტზე.