ბელგოროდში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76 ჩამოვარდა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76 ჩამოვარდა.
რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა "ინციდენტის" შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობს.
"ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. ახლა ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. სამუშაო განრიგი შევცვალე და მივედი ტერიტორიაზე. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი." - აღნიშნა გლადკოვმა.
ავიაკატასტროფის ფაქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროებმა Українська правда-ს დაუდასტურეს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმფრინავს S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.