ბელორუსის "მაჩულიშის" აეროდრომზე აფეთქებებია, დაზიანდა რუსული თვითმფრინავი

კვირას დილით, ბელორუსის "მაჩულიშის" სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა გაისმა, გავრცელდა ინფორმაცია დაზიანებული რუსული თვითმფრინავის შესახებ.

ამ ინფორმაციას ბელორუსი ჟურნალისტი ანტონ მოტოლკო ავრცელებს.

როგორც მოტოლკო წერს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაახლოებით 8:00-9:30 საათზე 2 აფეთქების ხმა გაიგეს და, შესაძლოა, კიდევ ერთი ღამით.

წინასწარი მონაცემებით, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო პოლიციამ გააჩერა მანქანები და შეამოწმა მძღოლების საბარგულები და საბუთები.

BYPOL-ის ცნობით, კვირას დილით, "მაჩულიშის" სამხედრო აეროდრომზე 2 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები.

აეროდრომის ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სამხედრო და საგზაო პოლიციის ეკიპაჟების დიდი რაოდენობა შენიშნა, რომლებიც ამოწმებენ ყველა გამვლელ მანქანას.

სწორედ "მაჩულიშის" აეროდრომიდან აფრენილი რუსული თვითმმფრინავები ისვრიან Кинжал-ის რაკეტებს უკრაინის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები