ბენეტის ოფისი: ლავროვის სიტყვების გამო პუტინმა პრემიერს ბოდიში მოუხადა

ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, სერგეი ლავროვის ანტი-სემიტური განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.
 
ამის შესახებ ვლადიმირ პუტინსა და ნაფტალი ბენეტს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
 
"პრემიერ-მინისტრმა სერგეი ლავროვის სიტყვების გამო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში მიიღო. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს მისი დამოკიდებულის გარკვევისთვის ებრაელი ხალხის და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მიმართა",- ნათქვამია ბენეტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 
 
ბენეტის კანცელარიის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა კრემლის ვერსია, რომელშიც არაფერია ნათქვამი პუტინის მიერ მოხდილ ბოდიშზე. კრემლში იტყობინებოდნენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ნაფტალი ბენეტს ისრაელის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საუბარი მეგობრულ სულისკვეთებაში წარიმართა. 
 
ვლადიმირ პუტინისა და ნაფტალი ბენეტის საუბარი ისრაელსა და რუსეთს შორის განვითარებული დიპლომატიურ სკანდალს მოჰყვა, რაც სერგეი ლავროვის ანტი-სემიტურმა განცხადებებმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები