ლავროვი: მერე რა, რომ ზელენსკი ებრაელია, ებრაული სისხლი ჰქონდა ჰიტლერსაც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ ტელევიზია Mediaset-თან რამდენიმე ანტი-სემიტური განცხადება გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად ლოგიკური იყო რუსეთის მტკიცებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნაცისტური სახელმწიფო, როდესაც დემოკრატიულად არჩეული ებრაული წარმომავლობისაა ლავროვმა უპასუხა:
"მერე რა, რომ ზელენსკი ეაბრაელია, ეს არ აუქმებს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. რამდენადაც ვიცი ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ყველაზე მძვინვარე ანტი-სემიტები ებრაელები არიან".
ჰიტლერის ებრაული წარმომავლობის შესახებ რამდენიმე კონსპირაციული თეორია არსებობს, რომლის მიხედვითაც, მისი ანტი-სემიტიზმის მიზეზი სწორედ ებრაული წარმომავლობა იყო.
მასალა განახლებადია.