ბერბოკი: გერმანია 50 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 50 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
მისი თქმით, გერმანია ასევე სამედიცინო ჯგუფებს გაგზავნის ღაზას სექტორში.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტების მიზანია გამოხატოს "ურყევი სოლიდარობა" და დაეხმაროს პალესტინელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიას უკვე ეწვია, ის ასევე ლიბანსა და ისრაელს ეწვევა.
"ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო პალესტინელ დედებს, მამებსა და შვილებს." - თქვა მან ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ვიზიტის დაწყებამდე ბერბოკი მხარი დაუჭირა ისრაელის თავდაცვის უფლებას და ჰამასი ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის "ადამიანურ ფარად" გამოყენებაში დაადანაშაულა.
7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტებმა ისრაელის სამხრეთ საზღვარი გაარღვიეს და 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამასთანავე, 199 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა უპასუხა თავდასხმებს ღაზაზე საჰაერო იერიშებით უპასუხა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში 3470-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.