ბერბოკი: ომის შეწყვეტა რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა საკმარისი არ იქნება. ბერბოკის თქმით, რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით მიღწეული მშვიდობა უსაფრთხოებას არავის მოუტანს. 

ამ და სხვა თემებზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენთვის ნათელია, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებზე მიღწული მშვიდობა არ მოუტანს უსაფრთხოებას არც უკრაინას და ევროპას",- ამბობს ანალენა ბერბოკი. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თქმით ომის დაწყების მომენტიდან "ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეუქცევადად შეიცვალა და სურვილის შემთხვევაშიც ევროპა ვერ დაუბრუნდა 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებას".

ბერბოკის თქმით, მსოფლიოსთვის აღარ იქნება საკმარისი მხოლოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული პირობები. 

ომის დაწყების მომენტიდან რუსეთი მსოფლიოსი ყველაზე სანქცირებული სახელმწიფო გახდა - პერსონალური სანქციების გარდა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან [SWIFT] გაითიშა რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკი, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, ევროკავშირში აქტიურად განიხილება რუსული ნავთობის ემბარგოს გეგმაც.

ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რუსეთი თავისი ნებით დატოვა 600-მდე უცხოურმა კომპანიამ ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორიდან. 

მსგავსი სიახლეები