ბერბოკი: რუსეთს უკრაინის საკითხზე დასავლეთის ერთიანობას ძირს ვერ გამოუთხრის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც თავს რუსული აგრესიისგან იცავს.
"სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს უკრაინელების შიმშილით, წყურვილით და სიცივით მოკვლას, მაგრამ ჩვენ, როგორც G7-ის პარტნიორები, ვეცდებით ეს თავიდან ავიცილოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით." - ამის შესახებ მან 3 ნოემბერს, გერმანიაში, მიუნსტერში "დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
ბერბოკმა გაიხსენა გერმანიის მიერ უკრაინისთვის გენერატორების, გამათბობლების, ტუმბოების, საბინაო კონტეინერების, სანიტარული საშუალებების, კარვებისა და საბნების მიწოდება.
მან აღნიშნა, რომ G7 ქვეყნები კოორდინაციას უწევენ უკრაინის დახმარებას და მათ სხვა ქვეყნებიც უერთდებიან.
"შვიდეული არ შეურიგდება პუტინის სტრატეგიას დაშალოს უკრაინა და საერთაშორისო ერთიანობა", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გარდა უკრაინის ომისა, მანსტერის კონფერენციაზე ასევე განიხილება დასავლეთის ურთიერთობები ჩინეთთან და ირანში არსებული ვითარება.
გერმანია წელს როტაციით G7-ის თავმჯდომარეა.