ბერდიანსკში უკრაინელებმა რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირეს

ზაპოროჟიის ოლქის ბერდიანსკის პორტში უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსული სადესანტო ხომალდი "ორსკი" ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"დილა მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ! ბერდიანსკის პორტთან განადგურდა საოკუპაციო არმიის დიდი სადესანტო ხომალდი "ორსკი". დიდება უკრაინას!" - აცხადებენ საზღვაო ძალებში.

2020 წელს InformNapalm-ის გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი "ორსკი" რუსეთის მიერ ყირიმის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები