ბერლუსკონი დარწმუნებულია, რომ შეუძლია პუტინი მშვიდობაზე დაითანხმოს
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი თვლის, რომ მას შეუძლია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს და ამის გაკეთებას შობამდე აპირებს. ამის შესახებ 19 ნოემბერს ბრიტანული Spectator წერდა, რომელიც ბერლუსკონის ნდობით აღჭურვილ პირს, ვიტორიო ზგარბის ესაუბრა.
გამოცემა ბერლუსონის პუტინის "ძველ მეგობარს" უწოდებს.
ზგარბის თქმით, ბერლუსკონის უყვარს ლამაზი ჟესტები.
"და ეს არის ასეთი ჟესტი... მას სჯერა, რომ შეუძლია ამის გაკეთება და თუ წარმატებას მიაღწევს ნატოს პოზიციის შელახვის გარეშე, ისტორიის წიგნებში შევა, როგორც გლობალური გმირი", - განაცხადა ზგარბიმ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე ბერლუსკონისთვის საუკეთესო დროა. რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო დამარცხება განიცადა ხერსონის დატოვების გამო და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, გავრცელებული ინფორმაციით, ესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, სერიოზულად იფიქროს მშვიდობაზე.
მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ უკვე შეასრულა შუამავლის როლი დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, კერძოდ, 2002 წელს რომის სამიტზე, რომელზეც ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა.