ბერლუსკონი: ევროპამ უკრაინა უნდა დაარწმუნოს გაიზიაროს პუტინის წუხილები

იტალიის ყოფილი პრემიერის თქმით, აუცილებელია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია ევროპელებმა უკრაინელები დაარწმუნონ პუტინის პირობების გათვალისწინება. 

ამის შესახებ ბერლუსკონიმ გაზეთ Libero Quatidiano-სთან ინტერვიუში ისაუბრა

"აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მშვიდობას, ვფიქრობ, რომ ევროპამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, რათა ვლადიმირ პუტინისა და უკრაინელებისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება გაჩნდეს. ევროპა უნდა შეეცადოს დაარწმუნოს უკრაინელები გაიზიარონ პუტინის პირობები და მის მიერ წამოყენებული საკითხები",- ამბობს ბერლუსკონი. 

ეს იტალიის ყოფილი პრემიერისა და პარტია Forza Italia-ს ლიდერისგან უკრაინაში მიმდინარე ომის მეორე შეფასებაა. პირველად ამ საკითხზე ბერლუსკონიმ 9 აპრილს ისაუბრა. მაშინ ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პუტინმა მას იმედები გაუცრუა. 

"მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის დემოკრატიისა და მშვიდობის კაცად მოჩანდა. რა საცოდაობაა. მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, ძალიან სამწუხაროა". 

მსგავსი სიახლეები