ბერლუსკონი: პუტინმა იმედი გამიცრუა

იტალიის ყოფილი პრემიერმა და ვლადიმირ პუტინის მეგობარმა, სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. 

ბერლუსკონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ პუტინმა უნდა აიღოს.

"მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის დემოკრატიისა და მშვიდობის კაცად მოჩანდა. რა საცოდაობაა. მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ბერლუსკონიმ თავის პოლიტიკური პარტიის, Forza Italia-ს შეხვედრაზე. 

ეს მისგან უკრაინაში მიმდინარე ომის პირველი შეფასებაა. ხაზგასასმელია, რომ ბერლუსკონი დადებითად აფასებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას 2014 წელს - "ის მსოფლიო ლიდერებს შორის უდავოდ ნომერ პირველია" - ამბობდა პუტინზე.

ბერლუსკონის თქმით უკრაინაში ომის დაწყებით პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა:

"იმის მაგივრად, რომ რუსეთი ევროპაში ინტეგრირებულიყო, ის ჩინეთის მკლავებში აღმოჩნდა".

პუტინი და ბერლუსკონი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ - "ის ჩემი უმცროსი ძმასავითაა",- ამბობდა იტალიის ყოფილი პრემიერი.

მსგავსი სიახლეები