ბლინკენი: ჩინეთი რუსეთთან მიმართებით ‘ნეიტრალური’ არ არის

უკრაინის ომში ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერა სინო-ამერიკულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინელ კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრის შემდეგ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს დიდი ოცეულის (G20) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, როლიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართა.

ბლინკენი და ვანგ ის დიალოგი ხუთ საათზე მეტი გაგრძელდა.

ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ პეკინი უკრაინასა და რუსეთს შორის ომში „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს.

„შეშფოთებულები ვართ ჩინეთის კომპარტიის რუსეთთან დაახლოებით“, - განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებან.

ბოლო დროს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ურთიერთობები ტაივანის საკითხის გარშემო განსაკუთრებით დაიძაბა.

პეკინი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მასზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე საუბრობს.

აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ მოკავშირე ტაივანს დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები