ბლინკენი: ომი არ წავიდა პუტინის გეგმით, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე არ წავიდა ვლადიმირ პუტინის გეგმით და ოკუპანტები ბევრ სირთულეს განიცდიან.
ამის შესახებ ბლინკენმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბლინკენის თქმით, ამ დროისთვის რთული სათქმელია თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი, თუმცა უკრაინის დამარცხება გარდაუვალი არ არის და მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს კიდეც.
ენტონი ბლინკენმა ისაუბრა უკრაინელების წინააღმდეგობაზეც:
"თუ მოსკოვის მიზანია დაამხოს ლეგიტიმური მთავრობა და ადგილზე მარიონეტული რეჟიმი დასვას, ვფიქრობ 45 მილიონი უკრაინელი ამ განზრახვას სხვადასხვა ფორმით შეეწინააღმდეგება".
ბლინკენმა ისაუბრა კონფლიქტის ირგვლივ არსებულ საერთაშორისო ვითარებაზეც, მისი თქმით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე კონფლიქტი უფრო მასშტაბურ საერთაშორისო ესკალაციაში არ გადაიზარდოს.