ბლინკენი: პუტინი ომის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ ინტერესს არ იჩენს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ავლენს ინტერესს უკრაინასთან ომის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით დასრულების მიზნით. ამის შესახებ ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ჩვენი მიზანი მარტივია. ეს არის უკრაინელების მხარდაჭერა, დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დარჩება დამოუკიდებელი და საბოლოოდ ექნება ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებებში, თუ ეს მოხდება, რადგან თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 'რაღაც მომენტში ყველაფერი დიპლომატიური გზით დასრულდება'", - განაცხადა ბლინკენმა.

წამყვანმა გაიხსენა, რომ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებას არ აპირებდა და ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ პრეზიდენტთან იქნება შესაძლებელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ზელენსკიმ "განაცხადა, რომ დიპლომატიამ რაღაც მომენტში უნდა დაასრულოს ეს [ომი]".

"მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი არ იჩენს ინტერესს დიპლომატიის მიმართ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები