ბლოკადის შემდეგ სუეცის არხი შეიძლება გაფართოვდეს
სუეცის არხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გეგმავს გააფართოვოს და გაზარდოს არხის სიღრმე.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მოჰყვა არხში გემის გაჭედვას, რამაც არხის 6 დღით ჩაკეტვა გამოიწვია.
სუეცის არხის ჩაკეტვამ გლობალურ სავაჭრო-სატრანსპორტო ქსელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
გადამზიდი გემი Ever Given ისევ სუეცის არხშია და ადმინისტრაცია მფლობელისგან ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.