Bloomberg: თებერვალ-მარტში პუტინი ახალ იერიშის დაწყებას გეგმავს

უმძიმესი დანაკარგების მიუხედავად, კრემლი დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება და მომდევნო თვეებში მასშტაბური იერიშის დაწყებას გეგმავს. 

ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაშია საუბარი

კრემლთან დაახლოებული პირები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ ახალი იერიში შესაძლოა თებერვალ-მარტის პერიოდში დაიწყოს. მათივე ცნობით, კრემლს სურს დასავლეთს აჩვენოს, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივის დაბრუნება შეუძლია. 

ამავდროულად კრემლში სურთ, რომ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიებს მის კონტროლქვეშ დატოვებდა. 

წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინი კვლავ დარწმუნებულია, რომ მობილიზაციის შედეგად გაზრდილი ცოცხალი ძალისა და კიდევ უფრო დიდ დანაკარგებზე წასვლის მზაობა რუსეთს გამარჯვების საშუალებას მისცემს. 

Bloomberg-ის ცნობით, უკვე გაზაფხულზე მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდეს. 

ამავდროულად, დასავლეთის სადაზვერვო წრეებში ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთს მასშტაბური იერიშის წამოსაწყებად საკმარისი რესურსი აქვს. ამავდროულად დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთის იერიში დასავლური შეიარაღების მიწოდებამდე დაიწყება. გარდა ამისა, ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სასტიკმა ბრძოლებმა უკრაინის არმია გარკვეულწილად გამოფიტა და სხვა მიმართულებებით იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა. 

 

მსგავსი სიახლეები