Bloomberg: ტრამპს რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად რამდენიმე ვარიანტი მოუმზადეს

რუსეთთან სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში დონალდ ტრამპის გარემოცვამ კრემლზე ეკონომიკური წნეხის გასაზრდელად რამდენიმე ვარიანტი მოამზადა.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს - წყაროების ცნობით, პრეზიდენტი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
- ამასთანავე წყაროების ცნობით, რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, ისინი არ საუბრებონ კონკრეტულ მექანიზმებზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ საბოლოო სიტყვა პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის.
Big Picture: გასულ კვირებში ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკა კრემლის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა, მათ შორის 26 აპრილს რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
- "შესაძლოა პუტინს სინამდვილეში არ სურს ომის დასრულება და ის უბრალოდ თავს იკატუნებს ჩემს წინაშე და ხომ არ არის საჭირო მასთან სხვაგვარად მოქმედება, მაგალითად, საბანკო სექტორის ან მეორადი სანქციების მეშვეობით",- წერდა ტრამპი თავის სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ პოსტში.
- ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მიმდინარე კვირა იქნება, რომლის შემდეგაც ვაშინგტონი მედიაციის შეწყვეტაზე საუბრობს.
Сontext: სენატში უკვე დარეგისტრირებულია ლინდსი გრემის ინიციატივა, რომელიც რუსული ნავთობის შესყვიდვაზე 500%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს. გრემის თქმით, ინიციატივას 72 სენატორი უჭერს მხარს.
- "თუ კი პრეზიდენტი ტრამპი ჩათვლის, რომ ჩიხში შევედით - ელოდეთ სიახლეებს"- ამბობს სენატორი.
- გრემის თქმით, მის ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაშიც და საჭიროების შემთხვევაში აქტის გატანა არც იქ იქნება შეფერხებული.