ბოლო 24 საათში უკრაინელებმა 10 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს
16 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და საჰერო თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 10 რუსული საფრენი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
"საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა სამი რუსული SU-30SM, ერთი SU-34, ერთი გაურკვეველი ტიპის თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი. გარდა ამისა, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვა იტყობინება კიდევ ერთი ჩამოგდებული Su-34-ის და Ka-52-ის შესახებ," - აცხადებენ გენერალურმა შტაბში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ საჰაერო ძალების გამანადგურებელი ავიაცია აგრძელებს საჰაერო ბრძოლებს ოკუპანტების საჰაერო ძალებთან.