ბოლო საათებში ჩამოვაგდეთ 3 თვითმფრინავი - უკრაინის გენშტაბის მიმოხილვა

უკრაინის შეიარაღარებული ძალების გენერალურმა შტაბმა ბოლო ცნობების კრებსი გამოაქვეყნა. 

გთავაზობთ ტექსტს სრულად -

"დღის დასაწყისში ანტი-სარაკეტო C300 სისტემების გამოყენებით უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი მტრული მიზანი - ვერტმფრენი და რუსული CУ 25. ამავდროულად უკრაინის საჰაერო ძალების CУ-27-მა წარმატებით შეუტია მტრის სატვირთო სამხედრო თვითმფრინავს ИЛ-76-ს და გაანადგურა მტერი. უკრაინული CУ-27-ის პილოტის მიერ განადგურდა ვინიცისკენ მიმავალი, კიდევ ერთი CУ-25.

ამ დროისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის რაიონის ქალაქ ვასილკივში, სადაც მტერი საჰაერო დესანტის გადმოსხმას ცდილობს. 

აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ქუჩებშიც. ყველგან მტერი იღებს ღირსეულ პასუხს და მძიმე დანაკარგებს. კერძოდ, მეტრო სადგურ ბერესტეცკაიას მახლობლად განადგურებულია ოკუპანტების კოლონა - ორი საბრძოლო მანქანა, ორი სატვირთო და ერთი ტანკი. 

ერთად გავიმარჯვებთ".

მსგავსი სიახლეები