ბოლო საათებში რუსეთის არმიის 2 ვერტფრენი და 1 თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბოლო 2 საათის განმავლობაში უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში 2 ვერტმფრენი და 1 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვრცელდება შემთხვევების ამსახველი კადრები. ჩამოვარდნილი საფრენი აპარატების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დანამდვილებით ცნობილია ერთი ვერტმფრენის და 1 თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. 

თავდაპირველად გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია Ми8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები, იმავე ბრიანსკის ოლქში. გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რაღაც ხვდება. 

ვრცელდება იმავე ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები, რომელიც უკვე სტაროდუბის რაიონშია გადაღებული. 

რაც შეეხება თვითმფრინავს - ТАСС-ის ცნობით, საუბარია CУ-34-ზე, რომელიც იმავე ბრიანსკის ოლქში უკრაინის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა. 

ასევე, ვრცელდება ცნობებით რუსეთის არმიის კიდევ ერთი თვითმფრინავის CУ-25-ის ჩამოვარდნის შესახებ. 

განვმარტავთ, რო ცნობები დაუდასტურებელია და რაც საჭიროებს გადამოწმებას.

მსგავსი სიახლეები