ბორელი: ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი ვერ იქნება
ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესში შუამავალი ვერ იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეეპ ბორელმა 31 მარტს განაცხადა.
მისი თქმით, პეკინი თავისი "სამშვიდობო გეგმაში" არ განასხვავებს აგრესორსა და მსხვერპლს და უკრაინას მიუღებელ პირობებს სთავაზობს.
"ჩინეთი არ განასხვავებს აგრესორსა და თავდასხმის მსხვერპლს. მას არ შეუძლია შუამავლობა, რადგან ის ერთ მხარესაა", - თქვა ბორელმა.
ამასთან, ევროპის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა რუსეთის ფედერაციაზე თავისი გავლენა მშვიდობის მისაღწევად უნდა გამოიყენოს.
მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროა ჩინეთის ლიდერისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი შეხვედრა.
"დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა ეს განიხილა პრეზიდენტ სითან და მეც იგივეს გავაკეთებ 12-ში, როცა ჩინეთში წავალ", - თქვა ბორელმა.