ბორელი: რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე
რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის დეფიციტზე. ამის შესახებ Twitter-ზე 5 ივნისს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
"რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მარცვლეულის საერთაშორისო ვაჭრობაში ნებისმიერ დეფიციტზე და იმის ნაცვლად, რომ დაასრულოს თავისი აგრესია, ის აქტიურად ცდილობს აქცენტი საერთაშორისო სანქციებზე გადაიტანოს. ეს არის დეზინფორმაცია", - წერს ის.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა აფერხებს ტონობით მარცვლეულის ექსპორტს, როგორიცაა სიმინდი და ხორბალი, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელში, უკრაინაშია ჩარჩენილი".
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციები იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ომის გაგრძელება და ეს არ ეხება ხორბალს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მათ ტრანსპორტირებას.