ბორელი: რუსეთისა და აფრიკის ლიდერებს შორის შეხვედრა სრული წარუმატებლობა იყო

რუსეთი კარგავს ადგილს საერთაშორისო საზოგადოებაში, რადგან მოსკოვის თავდასხმები უკრაინის მარცვლეულის მარაგებზე გავლენას ახდენს კონფლიქტისგან შორს მყოფ ქვეყნებზე.

ამის შესახებ 31 აგვისტოს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

მისი აზრით, რუსეთის შეხვედრა აფრიკელ ლიდერებთან იყო "სრული დიპლომატიური მარცხი" და რუსეთი "კარგავს თავის პოზიციას საერთაშორისო საზოგადოებაში."

ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "თანხმდებიან, რომ პუტინი თავისი აგრესიით ზიანს აყენებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ათასობით კილომეტრში მდებარე ქვეყნებსაც."

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ხედავს, რომ "ეს ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ მისი ქმედებების შედეგებში, როდესაც ის მიზანმიმართულად იყენებს მარცვლეულს იარაღად."

მსგავსი სიახლეები