ბორელი: უკრაინა უკვე ევროპული ოჯახის წევრია და ეს ლეგალურად უნდა გაფორმდეს

უკრაინა უკვე შეუერთდა ევროპულ ოჯახს და ეს ლეგალურად უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"უკრაინა უკვე გახდა ევროპული ოჯახის წევრი, რჩება მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ინსტიტუციონალიზაცია", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი "უკრაინის არმიაა", რადგან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი "ეგზისტენციალური საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის."

"ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, რუსეთის მიერ აფეთქებების და მკვლელობების შემდეგ. ის, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ისინი. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. ეს გვავალდებულებს შევცვალოთ ჩვენი პროცედურული წესები. ეს შეცვლის ევროპის ზომას და მრავალფეროვნებას. იმიტომ, რომ თუ უკრაინა გახდება [ევროკავშირის - რედ] წევრი, მაშინ ბალკანეთის ბევრ ქვეყანას მოუნდება იგივე", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები