ბორის ჯონსონი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე თავის ადგილს თმობს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება და მის ადგილს სამეფო ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუთმობს.
ფილიპის დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ჯონსონს “უნდოდა ემოქმედა სამეფო ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე და სამეფო ოჯახის რაც შეიძლება მეტი წევრისთვის მიეცა დასწრების საშუალება.”
დედოფალ ელისაბედის მეუღლე, ედინბურგის პრინცი ფილიპი პარასკევს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.