Bradley-ის ჯავშანტრასნპორტიორები ბრძოლაში უკვე ჩაერთნენ - პენტაგონი
M2 Bradley-ის ჯავშანმანქანების ნაწილი უკვე უკრაინაშია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობს. ეს ინფორმაცია The War Zone-ს პენტაგონის წარმომადგენელმა ჩარლი დიეცმა დაუდასტურა.
"დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ Bradley-ების ნაწილი ჩავიდა", - თქვა მან.
ორშაბათს Bradley-ს ფოტო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
დიეტს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის ჩავიდა ჯავშანმანქანები უკრაინაში ან რამდენია უკვე გაგზავნილი. საერთო ჯამში, შეერთებული შტატები უკრაინას 113 Bradley-ს გადასცემს.
Bradley არის ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც საომარ ზონაში ქვეითები გადაჰყავს და დამხმარე ცეცხლს უზრუნველყოფს.
The War Zone აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებაში გერმანიაში მიმდინარე წლის თებერვლიდან წვრთნიდნენ.