ჟაირ ბოლსონარუმ აშშ-ის ვიზაზე განაცხადი შეიტანა
ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ აშშ-ის ექვსთვიანი ტურისტული ვიზის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ BBC-ს მისმა ადვოკატმა განუცხადა.
ბოლსონარუ ფლორიდაში 30 დეკემბრიდან იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ში დარჩენას გეგმავს, სანამ საიმიგრაციო სამსახური ვიზაზე მუშაობს.
ბრაზილიაში მის წინააღმდგეგ გამოძიება მიმდინარეობს, რადგან მისი მხარდამჭერები ექს-პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.
ბოლსონარუმ "სინანული" გამოთქვა არეულობის გამო, მაგრამ უარყოფს, რომ ეს მისი გამოწვეული იყო.
"ყოფილმა პრეზიდენტმა ცხოვრების 34 წელი მიუძღვნა საჯარო სამსახურს და სურს გარკვეული დროით დაისვენოს." - განუცხადა მისმა ადვოკატმა.
ბოლსონარუ თავდაპირველად შეერთებულ შტატებში დიპლომატებისა და სახელმწიფოს მეთაურების A-1 ვიზით გაემგზავრა, რომელსაც ვადა 30 დღის შემდეგ ეწურება. ის შეერთებულ შტატებში მისი მემარცხენე კონკურენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის წინ ჩავიდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ბოლსონარუ იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვით ტურისტულად დაისვენებს შეერთებულ შტატებში, სანამ გადაწყვეტს რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.
აშშ-ის საიმიგრაციო სამსხურის ოფიციალურმა პირებმა ბოლსონაროს მოთხოვნა B1/B2 ტურისტული ვიზის შესახებ გასულ პარასკევს მიიღეს.
კონტექსტი
2022 წლის ოქტომბერში ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. მან ხმების 50.9% მიიღო.
8 იანვარს, 2022 წლის არჩევნებში მისი დამარცხების შემდეგ, ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი თავს დაესხა ფედერალური მთავრობის შენობებს.