ბრინკი "რეფერენდუმებზე": დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა 23 სექტემბერს Twitter-ზე აღნიშნა, რომ "რეფერენდუმები", რომლის ორგანიზებასაც რუსი დამპყრობლები მათ მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებზე ცდილობენ, სისულელეა.

"დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. არც ერთი ფიქტიური რეფერენდუმი ამას არ შეცვლის", - წერს ამერიკელი დიპლომატი.

კონტექსტი

რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უკრაინის ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება ფსევდორეფერენდუმები რეგიონების რუსეთთან შეერთების შესახებ.

ხალხს ძალით აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ "რეფერენდუმში", განაცხადა დონეცკის ოლქის მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ. მისი თქმით, საარჩევნო უბნები მაღაზიებსა და კაფეებშია განთავსებული, თუმცა თითქმის ცარიელია და არ არის ხმის მიცემის კაბინები.

უკრაინამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ამ უკანონო "კენჭისყრის" შედეგებს და მას არ ექნება იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები