ბრინკი: უკრაინას შეიარაღებას ბრძოლის ველზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე ვაწვდით

ამჟამად უკრაინის შეიარღებით მომარაგების საკითხი არის ის, რასაც ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად განიხილავენ. ამის შესახებ 19 სექტემბერს უკრაინაში აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა Европейская правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბრინკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინას აწვდის იმ შეიარაღებას, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. მან აღნიშნა, რომ ეს დროთა განმავლობაში იცვლება, რაც გამოწვეულია ფრონტზე არსებული ცვლილებებით.

ელჩმა კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდებაზეც. მისი თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და "აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ მოქმედებს უკრაინა ბრძოლის ველზე, როგორ ატარებს კონტრშეტევას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ არ დასრულებულა".

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამერიკა არ ელოდება რუსეთის ფედერაციასთან ომის უახლოეს მომავალში დასრულებას, მაგრამ შთაგონებულია იმით, თუ როგორ იბრუნებს უკრაინა მნიშვნელოვან ტერიტორიებს.

მსგავსი სიახლეები