ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდას განიხილავს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023-ში უკრაინის დახმარება იგივე იქნება ან გაიზრდება. ამის შესახებ სამინისტრო Twitter-ზე 9 იანვარს წერს.
"ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ ურყევია. დღემდე, ჩვენ მათ 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა გადავეცით. დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდა და ჩვენ მზად ვართ იგივე მასშტაბით ან უფრო მეტად დავეხმაროთ 2023 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი
დიდი ბრიტანეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, უწევს ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. 19 ნოემბერს, კიევში ვიზიტის დროს რიში სუნაკმა განაცხადა, რომ 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას 3 მილიარდ ფუნტზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ 5 იანვარს განაცხადა, რომ ტანკები შეიძლება იყოს უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის ნაწილი.
9 იანვარს, Sky News-მა დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს.