ბრიტანეთი: გადაჯგუფების მიუხედავად, რუსებს მომარაგების და ლოჯისტიკის პრობლემები აქვთ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის სიტუაციური ანალიზი განაახლა.

რუსული საოკუპაციო ძალების იერიში ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაზეა ფოკუსირებული, ნათქვამია ანგარიშში.

დონბასში, შეხების ხაზის გასწვრივ, რუსები საჰაერო და საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ.

უწყების თანახმად, ოკუპანტები ინტენსიური ცეცხლით დონბასში უკრაინული არმიის მომარაგების ქსელის და სამხედრო ლოჯისტიკის განადგურებას ცდილობენ.

გადაჯგუფების მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან პერსონალის და მომარაგების ნაკლებობის, რუსული არმიის ნაწილების საბრძოლო სულისკვეთება სულ უფრო იკლებს.

მსგავსი სიახლეები