ბრიტანეთი ოდესის პორტის განსაბლოკად სამხედრო ფლოტის გაგზავნას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი ოდესის პორტის განსაბლოკად შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს, რომლებიც ხორბლით დატვირთულ სავაჭრო გემებს გაყვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Times ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით ფორინ ოფისის ხელმძღვანელმა ლიზ თრასმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო კოალიციის შექმნა, რომლის მიზანიც უკრაინული პორტების ბლოკადის მოხსნა და ქვეყნიდან ხორბლის საზღვაო ექსპორტის აღდგენა. ძირითადად საუბარია ოდესის პორტზე და შესაძლოა ნიკოლაევზეც, საიდანაც გემები შავ ზღვის აუზს ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით დატოვობენ. 

ცნობილია, რომ ეს იდეა განიხილებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც - გაბრიეულის ლანდსბერგისის თქმით, ამგვარ კოალიციაში შესაძლოა შევიდნენ როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოები, ასევე ისეთი ქვეყნები როგორიცაა ეგვიპტე, რომელიც დამოკიდებულია უკრაინულ ხორბალზე. 

ამგვარი კოალიციის მიზანი ოდესის პორტისა და საზღვაო მარშრუტის განაღმვა და უკრაინისთვის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად საჭირო შეიარაღების გადაცემას განიხილავს. 

უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს ანტი-სახომალდო რაკეტების გადაცემას, საუბარია Harpoon-ის ტიპის დანადგარზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ამ რაკეტებს დანიისგან მიიღებს. 

ცნობილია, რომ ამგვარი რაკეტების გადაცემას განიხილავს აშშ-ც.

უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, ოდესის პორტის ბლოკადა შეუძლებელს ხდის საზღვაო ექსპორტს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს საერთაშორისო სასურსათო კრიზისს. 

მსგავსი სიახლეები