ლავროვი: ჩვენს მოთხოვნებზე ამერიკისგან პოზიტიურ რეაქციას ვერ ვხედავთ
რუსეთი მის ძირითად მოთხოვნებზე ამერიკისგან "პოზიტიურ რეაქციას" ვერ ხედავს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს.
რუსეთმა დასავლეთს გარანტიები მოსთხოვა, მათ შორის, ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების შეჩერების გარანტია. ლავროვის განცხადება ამერიკისა და ნატოს პასუხს მოჰყვა ამ მოთხოვნებზე.
დასავლეთის პასუხზე კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკის პასუხმა ოპტიმიზმი არ გამოიწვია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩარჩოში დარჩება მინიმუმ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში.
კოპენჰაგენში ვიზიტისას კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ორ კვირაში მხარეები ერთმანეთს ბერლინში შეხვდებიან.