ბრიტანეთი რუსეთს ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა კიბერთავდასხმების მეშვეობით ინფორმაცია მოიპარა, შემდეგ კი გაასაჯაროვა.
თავდასხმის სამიზნეებს შორის ბრიტანელი პარლამენტარიც იყო, რომელმაც თებერვალში უთხრა BBC-ის, რომ მისი იმეილები მოიპარეს.
ევროპის საკითხებში საპარლამენტო მდივანმა, ლეო დოქერტიმ თემთა პალატაში თქვა, რომ ამ ფაქტის გამო რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ორ ადამიანს კი სანქციები დაუწესეს. ერთ-ერთი მათგანი კი ФСБ-ს მოქმედი ოფიცერია.
ჰაკერულ ჯგუფს ბრიტანეთი ბრალს სდებს ასობით კიბერთავადასხმაში პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების, მკვლევრების, ჟურნალისტებისა და სხვა საჯარო პირების წინააღმდეგ.
ჰაკერებს მიზანში ძირითადად პირადი იმეილები ჰქონდათ ამოღებული.
ФСБ-სთან დაკავშირებული ჯგუფი ცენტრი 18 ბრიტანეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს 2015 წლიდან ესხმის თავს.
ჯგუფი, სავარაუდოდ, კვლავ აქტიურია.
ბრიტანეთმა რუსეთს 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო საჯაროდ ბრალი ადრეც დასდო - მაშინ გასაჯაროვდა კონსერვატორი დეპუტატის, ლიამ ფოქსის დოკუმენტები აშშ-სა და ბრიტანეთის ვაჭრობის შესახებ.