ბრიტანეთი უკრაინას 200 კმ-ზე მოქმედ ასობით დამრტყმელ დრონს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით დამრტყმელ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ Reuters ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

სააგენტომ აღნიშნა, რომ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის დაწყების შემდეგ გაკეთდა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს დაადასტურებს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის ახალი შეიარღების  მიწოდებას, კერძოდ, "ასობით მიწა-ჰაერი საზენიტო კომპლექსის და დამატებითი უპილოტო საფრენი აპარატების, მათ შორის ასობით ახალი დამრტყმელი დრონის, რომელთა მოქმედების მანძილიც 200 კმ-ზე მეტია."

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს თვეებში ჩავა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთს ეწვია.

"დღეს ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთზე და ცაში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება", - დაწერა მან Telegram-ზე.

მსგავსი სიახლეები