ბრიტანეთი უკრაინას 2023 წელს $300 მილიონის ჭურვებს გადასცემს
ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინას ასობით ათას საარტილერიო ჭურვს გადასცემს, რომელთა ღირებულებაც 250 მილიონი ფუნტია (დაახლოებით $304 მილიონი). ამ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
განცადებაში ნათქვამია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალის ახალი პარტიამ უნდა უზრუნველყოს "ყველაზე მნიშვნელოვანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადი უკრაინაში 2023 წლის განმავლობაში".
პრემიერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რიში სუნაკი სკანდინავიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ნიდერლანდების ლიდერებთან შეხვედრისას აპირებს, მათ მოუწოდოს, გააგრძელონ ან გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა.
დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრა დღეს რიგაში შედგება.
სავარაუდოდ, მათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურად მიმართავს. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თავდაცვით შესაძლებლობებს, მათ შორის, შემდგომ საჰაერო თავდაცვას.
სამიტის შემდეგ სუნაკი, სავარაუდოდ, ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსს შეხვდება და შემდეგ ესტონეთში გაემგზავრება, რათა ბრიტანელ და ნატო-ს სამხედროებს შეხვდეს, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის საზღვარზე მსახურობენ.