ბრიტანეთი უკრაინას 6000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გადასცემს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატოსა და G7-ის ლიდერების შეხვედრებზე უკრაინის მხარდაჭერის მთავარ ახალ პაკეტს დააანონსებს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა იტყობინება.
პაკეტი მოიცავს 6000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და უკრაინის არმიისთვის 25 მილიონი ფუნტის ფინანსურ დახმარებას.
ჯამში ბრიტანეთმა უკრაინას 10 000 რაკეტა და 400 მილიონი ფუნტის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.
გაერთიანებული სამეფო ასევე დამატებით 4.1 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს BBC-ის რუსეთსა და უკრაინაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.