ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რაც 1.6 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.
ამ დახმარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი შვიდეულის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის ონლაინ-სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა. აღნიშნული სამიტი დღეს უნდა გაიმართოს.
ახალი პაკეტის მოცულობა ორჯერ აღემატება უკრაინისთვის აქამდე გაცემული სამხედრო დახმარების მოცულობას. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ერაყის კამპანიის შემდეგ სამხედრო დახმარების ყველაზე მასშტაბური პაკეტია.
"პუტინის სასტიკი თავდასხმები დიდ ზიანს აყენებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ის საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში",- ნათქვამია ბორის ჯონსონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მთავრობა სარეზევრო ფონდიდან აფინანსებს, რომელიც სწორედ საგანგებო მდგომარეობისთვისაა გათვალისწინებული.