ბრიტანეთის არმიის მეთაური: ომის შემდეგ რუსეთმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეგვიქმნას
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახლადდანიშნული მეთაური, გენერალი პატრიკ სანდერსი აცხადებს, რომ ომის შემდეგ რუსეთმა ევროპისთვის შეიძლება „კიდევ უფრო დიდი საფრთხე“ შექმნას.
პუტინის ესწრაფის, დაიბრუნოს რუსეთის „ისტორიული მიწები“, ამიტომ ომის შემდეგ ნებისმიერი პაუზა დროებითი იქნება და რუსეთი საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების სწრაფად აღდგენას შეეცდება, - აცხადებს სანდერსი.
„ისტორია გვიჩვენებს, რომ არმიები, რომლებიც დამარცხდნენ, [შეცდომებზე] უფრო სწრაფად სწავლობენ“, - თქვა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) სიტყვით გამოსვლისას.
სანდერსმა უკრაინაში მიმდინარე ომი „ახალ 1937 წლად“ მოიხსენია.
ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ომის ევროპაში გავრცელება, - განაცხადა გენერალმა.