ბრიტანეთის თავდაცვა: ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარების წინსვლა მინიმალურია
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერის ოფიციალური გვერდი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ უახლეს სადაზვერვო მონაცემებს ავრცელებს.
მათი თქმით, უკრაინის სამხრეთში, რუსეთის ჯარები უკვე ხერსონის ცენტრში შევიდნენ, თუმცა ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარების წინსვლა მინიმალურია. ამის მიზეზი, უკრაინის არმიის ძლიერი წინააღმდეგობა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური პრობლემებია.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საარტილერიო და ავიადარტყმებით მასობრივად იბომბებოდა დასახლებული პუნქტები - ხარკოვი, კიევი, მარიუპოლი და ჩერნიგოვი.
ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად დევნილად ან ლტოლვილად 600 000-ზე მეტი უკრაინელი იქცა.