ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: პუტინი და მისი წრე მეორე მსოფლიო ომის ფაშიზმს ირეკლავენ

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ფონზე „პუტინი, მისი შიდა წრე და გენერლები 70 წლის წინანდელ ფაშიზმს და ტირანიას ირეკლავს“.

ბენ უოლესმა ვლადიმირ პუტინი „რუსეთის წარსულის და მომავლის გათელვაში“ დაადანაშაულა.

უოლესმა მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა გააკრიტიკა.

„არავითარი გამარჯვების დღე არ არის, ეს მხოლოდ სირცხვილია“, - თქვა თავდაცვის შეფმა ეროვნული არმიის მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას.

უოლესმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებსაც გაუსვა ხაზი და რუსი გენერლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები