ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის პრემიერის სახელით დამირეკეს, ეჭვი გამიჩნდა და გავთიშე

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა თქვა, რომ დღეს მას მამაკაცმა დაურეკა, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი იყო.

"დღეს, უკრაინის პრემიერ-მინისტრად წარმოდგენილმა თაღლითმა სცადა ჩემთან დალაპარაკება. მან დამისვა მცდარი კითხვები და მას შემდეგ რაც ეჭვები გაჩნდა, მე გავთიშე ზარი. ვერანაირი რუსული დეზნიფორმაცია, დამახინჯებული და ბინძური ტრიუკი ვერ გადაგვატანინებს ყურადღებას რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებიდან და უკრაინაში უკანონო ინტერვენციიდან. სასოწარკვეთილი მცდელობა", - წერს უოლასი.

შმიჰალმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს შესთავაზა მომავალში თანამოსაუბრეები სიტყვა "паляниця"-თი (პური) შეამოწმოს, რომელსაც რუსი ოკუპანტები ვერ გამოთქვამენ.

"შემდეგ ჯერზე, ბატონო მინისტრო, საუბრის დაწყებამდე სთხოვეთ სიტყვა паляниця წარმოთქვან. რუსული დეზინფორმაციის ყველა მცდელობის მიუხედავად, მსოფლიო ხედავს, რომ სიმართლე უკრაინის მხარესაა", - განაცხადა შმიჰალმა.

 

მსგავსი სიახლეები