"რუსეთს მშვიდობიანი მომავალი სურს"- პუტინის გამოსვლა 9 მაისის აღლუმზე| მოკლედ

გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმზე, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის თემატიკა, უკრაინაში მიმდინარე აგრესიისაზე სალაპრკოდ გამოიყენა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს რუსეთის განადგურება სურს, ხოლო უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტები არიან მოკალათებულები. 

"კაცობრიობისთვის კვლავ გადამწყვეტი მომენტი დადგა. ჩვენი სამშობლის წინააღმდეგ ნამდვილი ომია გაჩაღებული, თუმცა ჩვენ დავუპირისპირდებით საერთაშორისო ტერორიზმს, დავიჩავთ დონბასის მაცხოვრებლებსა და ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, რუსეთს მშვიდობიანი მომავალი სურს, რასაც ხელს უშლიან დასავლური ელიტები "რუსოფილიისა და ზიზღის გაღვივებით."

სიტყვით გამოსვლის დროს, პუტინმა წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა დამსწრეებს, რითიც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს. 

გამოსვლის დროს, მან რუსი ჯარისკაცების შესახებ ბევრი ისაუბრა. უკრაინაში დაწყებულ ომში მონაწილე სამხედროებს პუტინმა "გმირები" უწოდა, ხოლო მათ მიმართ სიყვარულის გრძნობას შეუდარებელი უწოდა. 

"ყველა თქვენთვის ლოცულობს. ბრძოლები, სადაც ჩვენი სამშობლოს მომავალი წყდება, ყოველთვის ეროვნული და წმინდა ხდება,"- აღნიშნმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან ბრალდებულმა პრეზიდენტმა. 

პუტინმა არაერთხელ გაავლო პარალელი უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასა და ნაცისტებს შორის. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს დაავიწყდა, თუ ვინ დაამარცხა ნაცისტები მეორე მსოფლიო ომში. 

დასავლეთზე საუბრისას, მან არაერთხელ გამოიყენა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები, რომელიც ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას, ნატოსა და ამერიკის მიერ აგრესიის გაღვივებასა და რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას გულისხმობს. 

ცხადია, რუსეთის პრეზიდენტს სტრატეგიისთვის არც ამჯერად უღალატია და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულად მხოლოდ რუსეთი შერაცხა, ხოლო ის ფაქტი, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ნაცისტები სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში დაამარცხეს, მის სიტყვაში კვლავაც ვერ მოხვდა. 

წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს, ვლადიმერ პუტინთან ერთად ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები, ბელარუსის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები