2024 წლის 1 იანვრიდან ბრიტანეთმა რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტი აკრძალა

ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს, კრძალავს მთელი რიგი საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება სამხედრო ან სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენონ. დიდი ბრიტანეთი ასევე კრძალავს ბრილიანტის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"სანქციების ახალი პაკეტი კრძალავს საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სამხედრო ან სამრეწველო მიზნებით, ისევე როგორც მოწინავე აღჭურვილობისთვის, რომელიც უკრაინამ ბრძოლის ველზე აღმოაჩინა, მათ შორის მანქანების ნაწილები და ელექტრონიკა. რუსეთის დაბალი დონის გათვალისწინებით ეს სანქციები უზრუნველყოფენ, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთს ჩამოართვას პროდუქცია, რომელიც მას შეუძლია ომში გამოიყენოს.

არსებითად, ამის შემდეგ სანქციების გარეშე დარჩება მხოლოდ დაბალი რისკის ჰუმანიტარული პროდუქცია, საკვები და სამედიცინო ექსპორტი," - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყანა ასევე კრძალავს გარკვეული ლითონების იმპორტს რუსეთიდან. ახალი სანქციები ასევე მოიცავს მთელ რიგ ფინანსურ ზომებს, "რომლებიც შექმნილია იმ ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებმაც გადაწყვიტეს დატოვონ რუსეთი."

11 დეკემბერს, მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრმა ნუსრათ ღანიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც სანქციების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები