ბრიტანეთში ამერიკული F-35-ები განთავსდება, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ
წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების F-35-ები განთავსდება, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
ამის შესახებ 1 სექტემბერს The Telegraph წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ F-35A-ს გამანადგურებლების ორი ესკადრილია მალე ჩავა საფოლკში აშშ-ის ბაზაზე. თვითმფრინავი შექმნილია ტაქტიკური ბირთვული დაბომბვისთვის, ასევე შეუძლია საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს ზოგიერთი სტრატეგიული რაკეტის ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადატანა სურს. ჟურნალისტებმა ოფიციალურ დოკუმენტებში იპოვეს კონგრესისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნა აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზა surety dormitory-ზე მშენებლობებისთვის.
"აშშ-ის სამხედრო ენაში ტერმინი "surety" ბირთვული იარაღის აღსანიშნავად გამოიყენება," - წერს The Telegraph.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 54 ერთეული F-35 ბრიტანეთში ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში განთავსდება.
"ამერიკის ბირთვული იარაღის პოტენციური დაბრუნება ბრიტანეთის მიწაზე მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი ახალ ცივ ომში შევიდა... თუ შეერთებული შტატები ატომურ იარაღს დიდ ბრიტანეთში განათავსებს, მაშინ ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი." - ამის შესახებ გაზეთს წყაროებმა განუცხადეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ოფიციალური თანხმობა უნდა გასცეს ამერიკული ატომური იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებაზე.