ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნები გრძელდება
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას სწავლობენ, კერძოდ, თავდაცვით ბრძოლაში მცირე იარაღის ჯგუფურად სროლას.
ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ეს სწავლება საშუალებას აძლევს სამხედროებს დაეუფლონ საჭირო ტაქტიკურ უნარებს, გაზარდონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი, რათა სამხედროებმა ოსტატურად გამოიყენონ შეძენილი ტაქტიკური ცოდნა უკრაინის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
წვრთნებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის ძირითადი კომბინირებული შეიარაღების მომზადების პროგრამის, მრავალეროვნული სასწავლო ოპერაცია Interflex-ის ფარგლებში ატარებენ.
უკრაინის შეიარათებული ძალების განცხადებით, ამ წვრთნების მნიშვნელობა ფასდაუდებელია იმ დროს, როცა გრძელდება სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ბრძოლა.
უფრო ადრე უკრაინის გენერალურმა შტაბმა ბრიტანეთში ჩატარებული წვრთნებიდან ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც უკრაინელი სამხედროები ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ს გამოყენებას სწავლობენ.