ბროვარებში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია

კიევის რეგიონში, ბროვარებში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14:00 საათისთვის 17 ადამიანამდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.

"დადასტურდა 17 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის ოთხი ბავშვი და ცხრა ბორტზე მყოფი. დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი", - ნათქვამია განცხადებაში.

საბავშვო ბაღის შენობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ერთი ბავშვის ბედი უცნობია.

სასწრაფო დახმარების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა 51 ადამიანს გაუწიეს დახმარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13:00 საათზე, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ცნობილია 16 ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვი. ჰოსპიტალიზებულია 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი.

18 იანვარს, კიევის მოხლობლად ბროვარებში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. გარდაიცვალა უკრაინის შსს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი ენინი, შსს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

მსგავსი სიახლეები